Football Italia - „ლაციო“ სერიას A-ს ბოიკოტირებას აპირებს
Football Italia - „ლაციო“ სერიას A-ს ბოიკოტირებას აპირებს

რომის „ლაციო“ სერია A-დან გამოსვლის ვარიანტს განიხილავს, რისი მიზეზიც მსაჯების მუშაობის გამო უკმაყოფილებაა, – იტყობინება Football Italia.

რომაული კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ ღიად გამოხატა მსაჯების მიმართ უკმაყოფილება ორშაბათს, “ტორინოსთან” 1:3 წაგების გამო.
ლოტიტოს მიაჩნია, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ წამოწყებულია კამპანია, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს “ლაციოს” ტოპ-ოთხეულში მოხვედრას.
შეგახსენებთ, რომ “ტორინოს” წინააღმდეგ მატჩი “ლაციომ” ათი კაცით დაასრულა, არბიტრმა კი ტურინელთა კარში პენალტი არ დანიშნა იმის მიუხედავად, რომ იაგო ფალკემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა.