ფონსეკა „რომას“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატია
ფონსეკა „რომას“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატია

დონეცკის „შახტარის“ დამრიგებელი პაულო ფონსეკა „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითად კანდიდატად მოიაზრება, – წერს გაზეთი „ლა გაზეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport).

ცოტა ხნის წინ, სერიოზულად განიხილებოდა რომაულ კლუბში სინიშა მიხაილოვიჩის დანიშვნა, მაგრამ ამ სპეციალისტმა „ბოლონიასთან“ მუშაობის გაგრძელება არჩია. ფონსეკას გარდა, „რომას“ ხელმძღვანელობა რობერტო დე ძერბის ვარიანტს განიხილავს.

უფრო ადრე ჩაიშალა ანტონიო კონტეს, მაურიციო სარისა და ჯანპიერო გასპერინის ვარიანტები.

ასევე არსებობდა ინფორმაცია, რომ ფონსეკა კარიერას „მილანში“ გააგრძელებდა. „შახტარის“ პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ მზად არის გაუშვას ფონსეკა ტოპ-კლუბში.