ფონსეკა „რომას“ მთავარი მწვრთნელი გახდა
ფონსეკა „რომას“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ დონეცკის „შახტარის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

46 წლის პორტუგალიელ სპეციალისტთან გაფორმდა ორწლიანი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, – იტყობინება იტალიური კლუბის პრესსამახური.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ „რომას“ მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი შესაძლებლობისთვის“, – თქვა ფონსეკამ, – „სავსე ვარ ენთუზიაზმით და მოტივირებული იმ გამოწვევებით, რომლებიც წინ გველოდება. მოუთმენლად ველი რომში გადასვლას, ჩვენს ფანებთან შეხვედრას და სამუშაოს დაწყებას. მჯერა, რომ ერთად რაღაც განსაკუთრებულის შექმნას შევძლებთ“.

ფონსეკა 2016 წლიდან ედგა სათავეში „შახტარს“. მისი ხელმძღვანელობით, დონეცკურმა კლუბმა სამჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი.