ფონიავა მარტვილში დაბრუნდა - „მერანი“ სეზონისთვის მზადებას შეუდგა #1TVSPORT
ფონიავა მარტვილში დაბრუნდა - „მერანი“ სეზონისთვის მზადებას შეუდგა #1TVSPORT

მარტვილის „მერანი“ მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას განახლებული შემადგენლობით შეუდგა.

ცოტნე მონიავას გაწრთვნილ გუნდს 5 ახალწვეული ჰყავს: პაპუნა ფონიავა (სამგურალი), ლევან წოწონავა (ტორპედო), ლაშა ჩალაძე (ტორპედო), მალხაზ გაგოშიძე (დინამო ბათუმი) და თორნიკე მუზაშვილი (ვიტ ჯორჯია). აღსანიშნავია, რომ წოწონავა და ჩალაძე „მერანში“ ადრეც თამაშობდნენ, ისევ როგორც ფონიავა, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო.

„მერანის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდის შემადგენლობის გაძლიერების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და სხვა ახალწვეულებს უახლოეს დღეებში წარადგენენ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტი გააგრძელეს და „მერანის“ ღირსება 2022-წლის სეზონშიც დაიცავენ, გარკვეული დეტალები ზუსტდება და სრულ შემადგენლობას ამის შემდეგ დაასახელებენ.

22 იანვარს „მერანი“ წლის პირველ ამხანაგურ მატჩს წყალტუბოში „სამგურალთან“ გამართავს, ხოლო თებერვალში თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება. რაც შეეხება ეროვნული ლიგა 2-ის 2022 წლის სეზონს, ჩემპიონატი პირველ მარტს აიღებს სტარტს და პირველ ტურში მარტვილელები საკუთარ არენაზე „რუსთავს“ უმასპინძლებენ.

დატოვე კომენტარი