ფონდმა ,,ქართუმ" ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემიის ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები საჩუქრად გადასცა
ფონდმა ,,ქართუმ" ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემიის ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები საჩუქრად გადასცა

ფონდმა ,,ქართუმ” ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემიის ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები საჩუქრად გადასცა. ფონდის წარმომადგენელმა და ქუთაისის მერმა შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს.

პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომლის მშენებლობა ფონდმა ,,ქართუმ” სრულად დააფინანსა.

ქუთაისის მერის თქმით, რაგბის აკადემიის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და დაინტერესებას სპორტის ამ სახეობით.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ფონდ ,,ქართუს”. მსგავსი აკადემია ქუთაისში არასდროს ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით“, – განაცხადა პირველ არხთან ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.