ფონდის ახალი მემორანდუმი - თანამშრომლობა ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან დაიწყო #1TVSPORT
ფონდის ახალი მემორანდუმი - თანამშრომლობა ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან დაიწყო #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა მოაწერეს ხელი.

ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, მალე ფონდი დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო კონკურსების გამოცხადებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ფონდის პირველი ღონისძიება 6 ივლისს გაიმართა, სადაც ლაშა ბექაურს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და დააჯილდოვეს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ახალი ავტომობილი და სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.