ფოლად ბულბულოღლი - სომხეთი აზერბაიჯანთან კონფლიქტში რუსეთის ჩართვას ცდილობს
ფოლად ბულბულოღლი - სომხეთი აზერბაიჯანთან კონფლიქტში რუსეთის ჩართვას ცდილობს

სომხეთი აზერბაიჯანთან კონფლიქტში რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრების ჩართვას ცდილობს, – ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა.

როგორც „ტრენდ.აზ“ წერს, აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, სომხეთის განზრახვებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პროვოკაცია არა მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზთან, არამედ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მოხდა.

ფოლად ბულბულოღლის განცხადებით, აზერბაიჯანის მოსახლეობა დაიღალა, რომ ყარაბაღის საკითხის დარეგულირებაზე მოლაპარაკებები ადგილზე დგას.

„გაჟღერდა ლოზუნგების ომის დაუყოვნებლივ დაწყებაზე. ხალხს უკმაყოფილება აქვს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. რა უნდა გააკეთონ? ისინი ამბობენ: მოდით, წავიდეთ ბოლომდე. ეს საზოგადოების განწყობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ეს ის მაჩვენებელია, რომ აზერბაიჯანული ხალხი არასოდეს დათანხმდება ტერიტორიების დაკარგვას“, – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.