ფოდენმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ფილ ფოდენმა „მანჩესტერ სიტისთან“ 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.
26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მთელი კარიერა „სიტის“ რიგებში გაატარა და ამ კლუბის აღზრდილი გახლავთ. მან თავის მშობლიურ გუნდთან ერთად 20 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.
გასულ სეზონში ფილ ფოდენმა პრემიერლიგის 33 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.