ფლორიდის მოსახლეობას ქარიშხალ „დორიანის“ მიახლოებასთან დაკავშირებით აფრთხილებენ

23:38, 30.08.2019

ფლორიდის შტატის ხელმძღვანელობა მოსახლეობას მოუწოდებს, მოიმარაგონ საკვები პროდუქტები, წამლები და მზად იყვენენ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებისთვის.

მიზეზი ქარიშხალი „დორიანია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, „დორიანი“ ფლორიდას ორშაბთს მიუახლოვდება.

ფლორიდაში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მობილიზებულები არიან სამხედროები.

მსგავსი