ფლორიდაში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა
ფლორიდაში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

აშშ-ის ფლორიდის შტატში, ქალაქ ფორტ ლოდერდეილში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მფრინავი დაიღუპა.

თვითმფრინავი შენობას მე-16 და მე-17 სართულებს შორის შეეჯახა და ჩამოვარდა ტერასაზე, სადაც აუზი იყო განთავსებული.

მომხდარის მიზეზი ჯერ კიდევ დგინდება.