ფლორიდას ქარიშხალი „მაიკლი“ უახლოვდება
ფლორიდას ქარიშხალი „მაიკლი“ უახლოვდება

ფლორიდას ქარიშხალი „მაიკლი“ უახლოვდება. სანაპირო ზოლიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. მეტეოროლოგების ცნობით, ქარიშხალი ფლორიდის სანაპიროს ორ დღეში დაატყდება თავს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ფლორიდაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმი იქნება. ფლორიდის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა 35 რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის სამხედროები. მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურა სასწავლო დაწესებულებები.

ამჟამად „მაიკლს“ სიმძლავრის პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული, თუმცა ის შესაძლოა, მესამე კატეგორიამდე გაძლიერდეს. ძლიერი წვიმა მოსალოდნელია ფლორიდის, ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში.

ქარიშხალმა „მაიკლმა“ უკვე გადაუარა მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულს, დასავლეთ კუბასა და ჰონდურასს. ცენტრალურ ამერიკაში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა.