„ფლორიდას“ ჰოკეისტს შაიბა მოხვდა და ცხრა კბილი ჩაუმტვრია (ვიდეო)
ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში (NHL) „ფლორიდამ“ გასვლითი მატჩი „კაროლინას“ წინააღმდეგ ითამაშა და ანგარიშით 4:2 დამარცხდა.
თუმცა, ეს არ იყო „ფლორიდას“ ერთადერთი დანაკლისი, გუნდის მცველს კეიტ იანდელს შაიბა სახეში მოხვდა და 9 კბილი დააკარგვინა.
უსიამოვნო შემთხვევა მატჩის პირველივე პერიოდში მოხდა.
დაზარალებულ სპორტსმენს თამაში მაშინვე დაატოვებინეს, მაგრამ თავგანწირული ჰოკეისტი ყინულზე მაინც დაბრუნდა და მატჩის ბოლო 20 წუთი გუნდის დახმარებას ცდილობდა.
Keith Yandle loses 9 teeth in the first period last night. Misses the second and comes back for the third. After dental work this morning will be playing at 5 pm today keeping the current NHL iron man streak alive. This is not a SONK
— Ryan Whitney (@ryanwhitney6) 24 November 2019