ფლორიან ვირტცი „ლივერპულში“ 22 მილიონს მიიღებს #1TVSPORT
ფლორიან ვირტცი „ლივერპულში“ 22 მილიონს მიიღებს #1TVSPORT

ფლორიან ვირტცი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი ფეხბურთელი გახდება.

როგორც გაზეთი Bild-ი წერს, „ლევერკუზენის“ ნახევარმცველმა უკვე შეათანხმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ვირტცი ხელფასის სახით წელიწადში 22 მილიონ ევროს მიიღებს.

„ლევერკუზენსა“ და „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებები გრძელდება და დასასრულს უახლოვდება. ინგლისურმა მხარემ „ლევერკუზენს“ 130 მილიონი შესთავაზა, გერმანელები კი 150 მილიონს ითხოვენ. ინგლისურ და გერმანულ პრესაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ კლუბები შეძლებენ შეთანხმებას.

ელოდებიან, რომ ვირტცი ინგლისში სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირის დასაწყისში გაივლის.