ფლორიან ვირტცი ერთ ნაბიჯშია „ლივერპულში“ გადასვლასთან #1TVSPORT
ფლორიან ვირტცი ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან.
ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ 22 წლის ნახევარმცველი ერთ ნაბიჯშია მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან.
აღნიშნავენ, რომ ვირტცმა პირადად აცნობა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას, რომ გადაწყვიტა კარიერის „ლივერპულში“ გაგრძელება. მიუნხენური კლუბი მთავარი პრეტენდენტი იყო ნახევარმცველის შეძენაზე.
„ლივერპული“ ასრულებს გარიგებას „ლევერკუზენთან“. ტრანსფერის თანხა 150 მილიონ ევროდ ფასდება.