ფლორიან ნოიჰაუსი „ბაიერნში“ 2022 წლის ზაფხულში გადავა #1TVSPORT
ფლორიან ნოიჰაუსი „ბაიერნში“ 2022 წლის ზაფხულში გადავა #1TVSPORT

„გლადბახის“ ნახევარმცველმა ფლორიან ნოიჰაუსმა შეთანხმებას მიაღწია „ბაიერნში“ გადასვლაზე, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Bild-მა.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი კლუბს 2022 წლის ზაფხულში შეიცვლის. მხარეებმა მოილაპარაკეს იმაზე, რომ ნოიჰაუსი კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს თავის ამჟამინდელ კლუბში, ერთი წლის შემდეგ კი მიუნხენელებს შეუერთდება.

2020-21 წლების სეზონში ნოიჰაუსმა 45 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „გლადბახთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ნოიჰაუსი გამოძახებულია გერმანიის ნაკრებში ევრო 2020-ზე სათამაშოდ.