ფლორენტინო პერესს ზიდანისთვის მუდმივი კონტრაქტის შეთავაზება სურს
ფლორენტინო პერესს ზიდანისთვის მუდმივი კონტრაქტის შეთავაზება სურს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოხიბლულია მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მუშაობით და იმედოვნებს, რომ ფრანგი მისი კლუბისთვის „სამუდამო მწვრთნელი“ გახდება, როგორც, თავის დროზე, ალექს ფერგიუსონი იყო „მანჩესტერ იუნაიტედში“.

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, „რეალის“ მმართველი მზად არის, ზიდანს უვადო კონტრაქტი შესთავაზოს და მისი უფლებამოსილება გაზარდოს.

„რეალს“ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 11 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ – ესპანეთის ჩემპიონატი.