ფლორენტინო პერესს სუპერლიგის შექმნა სურს
ფლორენტინო პერესს სუპერლიგის შექმნა სურს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა წამოაყენა ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეა, – წერს გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“.

თავისი იდეა მან ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსა და ევროპის რამდენიმე ტოპკლუბს გააცნო. პერესის გეგმით, სუპერლიგაში შევლენ TOP5 ჩემპიონატების წამყვანი კლუბები ინგლისიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. ტურნირი მთელი სეზონი გაგრელდება და ეს კლუბები არ ითამაშებენ თავიანთ ეროვნულ ჩემპიონატებში.

სუპერლიგა ორი დივიზიონისგან იქნება შემდგარი, თითო 20-20 გუნდით. ამასთან, იმოქმედებს გუნდების დაწინაურებისა და დაქვეითების ამჟამინდელი სისტემა, მაგრამ მხოლოდ სუპერლიგის ფარგლებში.

ზოგიერთ კლუბს შეატყობინეს, რომ სუპერლიგაში მონაწილეობის შემთხვევაში, მათი შემოსავლები გაორმაგდება.