ფლორენტინო პერესმა ლუკა მოდრიჩი დაასაჩუქრა

14:37, 22.04.2019

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბილბაოსთან მატჩის შემდეგ გუნდის გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელები მოინახულა.

ფლორენტინომ ლუკა მოდრიჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მოგეხსენებათ, რომ ხორვატმა რეალის მაისურით მე-300 დაპირისპირება გამართა და პრეზიდენტისგან საჩუქრად საიუბილეო მაისური მიიღო.

მსგავსი