ფლორენტინო პერესმა ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრა გამართა #1TVSPORT

18:58, 06.05.2026

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა შეხვედრა გამართა „ბენფიკას“ მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან, რომელზეც განიხილებოდა პორტუგალიელი სპეციალისტის ესპანურ კლუბში დაბრუნება, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.

შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა და ერთი საათი გაგრძელდა. მას აგერთვე ესწრებოდა მოურინიოს აგენტი სტუმრის სტატუსით, მაგრამ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. იტყობინებიან, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა არ გამორიცხა „რეალში“ დაბრუნება, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მიუცია.

მოურინიომ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომლის შესახებ ჯერ საჯაროდ არ გაჟღერებულა. თუმცა ცნობილია, რომ ეს არ შეეხება ფინანსებს და უკავშირდება გუნდის სპორტულ, სამედიცინო, საორგანიზაციო და დისციპლინარულ ასპექტებს. ელოდებიან, რომ პერესი მოურინიოს მომავალ კვირას უპასუხებს.

ჟოზე მოურინიო „რეალს“ 2010-13 წლებში ავარჯიშებდა და თითოჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, აგრეთვე ქვეყნის თასი და სუპერთასი.

მსგავსი