ფლორენტინო პერესი - ნეიმარი და მბაპე არ გვაინტერესებს
ფლორენტინო პერესი - ნეიმარი და მბაპე არ გვაინტერესებს

„რეალ მადრიდის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ კლუბი კილიან მბაპეს ან ნეიმარის შეძენით დაინტერესებული არ არის და რომ ერთადერთი სამიზნე, ამ ეტაპზე, ედენ აზარია.

მბაპესა და ნეიმარის მადრიდულ სამეფო კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ გასული სატრანსფერო ფანჯრისას გავრცელდა ინფორმაცია, „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელნმა ტომას ტუხელმა კი მაშინ განაცხადა, რომ ფეხბურთელების დატოვების სურვილი აქვს, თუმცა ვერავის დაპირდება, რომ ეს ასე იქნება.

„ზიდანთან მბაპესა და ნეიმარის თაობაზე, მათუ კლუბის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე, არ მისაუბრია. ბევრი ჭორი გავრცელდა ჩვენი მათ მიმართ ინტერესის თაობაზე და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი ინტერესი გაგვიჩნდება, პირველ რიგში კლუბს დაველაპარაკებით“, – განაცხადა პერესმა. 

რაც შეეხება ედენ აზარს, ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელს მაქსიმალურად მოკლე დროში სურს „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმება, თუმცა გუნდები ჯერ-ჯერობით ფასზე არ შეთანხმებულან. როგორც ბი-ბი-სი (BBC) იტყობინება, „ჩელსი“ 148 მილიონ ევროს ითხოვს, მადრიდული სამეფო კლუბი კი 100 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.