ფლორენტინო პერესი - მსგავსი რამ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ გვინახავს
ფლორენტინო პერესი - მსგავსი რამ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ გვინახავს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავისი ერთ-ერთი წინამორბედის, ლორენსო სანსის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. პერესის განცხადება მადრიდული კლუბის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდა.

„სიტუაცია, რომელშიც ახლა ვართ, ძალიან უმოწყალოა. ისეთ დროში ვცხოვრობთ, როგორიც ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დაგვსიზმრებია. ლორენსო სანსთან და მის ოჯახთან ერთად ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა. „რეალი“ ლორენსოს სიყვარული იყო და ეს ემოციები მასში ბოლომდე არ გამქრალა“, – აცხადებს ფლორენტინო პერესი და ამატებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლორენსო სანსის სახელი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ლორენსო სანსი, რომელიც კორონავირუსს 21 მარტს, 76 წლის ასაკში ემსხვერპლა, „რეალის“ პრეზიდენტი 1995-2000 წლებში იყო. სწორედ ამ პერიოდში, 1998 წელს, შეძლო მადრიდულმა სამეფო კლუბმა ხანგრძლივი პაუზის შეწყვეტა და 1966 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა ევროპის მთავარ საკლუბო ჯილდოს – ჩემპიონთა თასს. ეს წარმატება სანსის პრეზიდენტობისას „რეალმა“ 2000 წელსაც გაიმეორა.

დატოვე კომენტარი