ფლორენტინო პერესი მეშვიდედ აირჩიეს „რეალის“ პრეზიდენტად #1TVSPORT

07:07, 20.01.2025

ფლორენტინო პერესი მეშვიდე ვადით აირჩიეს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე. მისი უფლებამოსილება 2029 წლამდე იქნება ძალაში, – იტყობინება გაზეთი Marca.

77 წლის ფუნქციონერი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამ პოსტზე იყრიდა კენჭს.

პერესი „რეალის“ პრეზიდენტია 2000 წლიდან. ამ დროის განმავლობაში მადრიდულმა სპორტულმა კლუბმა 65 ტიტული მოიგო – 37 ფეხბურთში და 28 კალათბურთში.

მსგავსი