„ფლორას“ მწვრთნელი – ვფიქრობ, თბილისის ცხელ ამინდს კარგად შევეგუებით #1TVSPORT

12:04, 14.07.2026

ტალინის „ფლორამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საქართველოს ჩემპიონ „იბერიასთან“ 2:3 წააგო, თუმცა ესტონელთა მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ვასილიევი ამბობს, რომ გუნდი განმეორებითი შეხვედრისთვის ენერგიით სავსეა. ამავდროულად, მან თბილისში არსებული ამინდის შესახებაც ისაუბრა.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვფიქრობ, თბილისის ცხელ ამინდს მაქსიმალურად კარგად შევეგუებით. თამაშის დროისთვის ტემპერატურაც ოდნავ დაიკლებს. რაც შეეხება სტადიონს, ძალიან მომეწონა, საფარიც კარგია და სწრაფი თამაშის საშუალებას მოგვცემს. საერთო ჯამში, ყველა მოთამაშე შეხვედრისთვის მზად არის, გუნდში კი დადებითი ატმოსფეროა“, – აღნიშნა მწვრთნელმა.

„იბერია“ განმეორებითი მატჩის წინ ფავორიტად მიიჩნევა. გუნდებს შორის მეორე მატჩი 14 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი