ფლორან მალუდა „ციურიხს“ შეუერთდა

21:13, 20.02.2019

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფლორან მალუდა მუშაობას შვეიცარიის „ციურიხში“ იწყებს. 38 წლის ფრანგი კლუბის აკადემიისა და პირველი გუნდის ფორვარდების მომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ მალუდამ ​ფეხბურთელის კარიერა გასულ წელს დაასრულა. მისი ბოლო კლუბი ლუქსემბურგის „დიფერდანჟი“ იყო.

მსგავსი