ფლოიდ მეივეზერს „ნიუკასლის“ შეძენა სურს
ფლოიდ მეივეზერს „ნიუკასლის“ შეძენა სურს

ამერიკელმა მოკრივემ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა დაინტერესება გამოთქვა პრემიერლიგის კლუბის „ნიუკასლის“ შეძენით.

კვირას, 8 მარტს, მეივეზერი ნიუკასლში ფანებს შეხვდა, რომლებმაც მოკრივეს ჰკითხეს – მართლა დაინტერესებულია თუ არა კლუბის შეძენით. „ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ამ სპორტს არა ფეხბურთს, არამედ სოკერს ვუწოდებთ. საფეხბურთო „ნიუკასლი“ – შესანიშნავი კლუბია. თუ თქვენ გსურთ, რომ მე ის ვიყიდო, აუცილებლად გამაგებინეთ“, – მიმართა მეივეზერმა გულშემატკივრებს. ბრბომ მოკრივეს კმაყოფილი შეძახილებით უპასუხა.

ინტერნეტ-გამოცემა TMZ-ის მონაცემებით, ფლოიდის წარმომადგენლებმა დაადასტურეს კლუბის შეძენაზე პოტენციური დაინტერესება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ფლოიდ მეივეზერის ქონება ერთი მილიარდ დოლარს უახლოვდება.