ფლოიდ მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეები დაასახელა #1TVSPORT
ფლოიდ მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეები დაასახელა #1TVSPORT

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა უპასუხა შეკითხვას – ვინ შედის ისტორიაში ხუთი საუკეთესო მოკრივის სიაში. ფლოიდმა დაასახელა ოთხი მოკრივე, მეხუთედ კი საკუთარი თავი აირჩია.

„დავიწყებ პერნელ უიტეკერით. შემდეგ რობერტო დიურანი. ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ. მძიმეწონოსნები… ავირჩევ ლარო ჰოლმსს. თავის ეპოქაში მან ყველა დაამარცხა. მას ჰქონდა ბაზა, მას ჰქონდა ჯები. და დღეს შესანიშნავად ცხოვრობს, რადგან გონივრული ინვესტიციები განახორციელა.

კიდევ აარონ პრაიორი, რომელმაც ერთადერთი ბრძოლა წააგო… ნარკოტიკებთან“, – განაცხადა მეივეზერმა პირდაპირ ეთერში.

პერნელ უიტეკერი მსოფლიო ჩემპიონი იყო ოთხ წონით კატეგორიაში. რობერტო დიურანმა ასევე ოთხი საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, ჯამში კი 103 ბრძოლაში გაიმარჯვა.

ლარო ჰოლმსი ხუთი წლის განმავლობაში იყო მსოფლიო ჩემპიონი. ის ერთ-ერთია იმ ხუთ მოკრივეთაგან, ვისაც ლეგენდარული მოჰამედ ალი დაუმარცხებია.

აარონ პრაიორმა, რომელიც მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია ნახევრადსაშუალო წონაში, მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო 40 შეხვედრიდან.