ფლოიდ მეივეზერმა ყველა დროის მოკრივეთა ხუთეული დაასახელა და პირველ ადგილზე საკუთარი თავი დააყენა

10:23, 11.06.2020

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა ESPN-სთვის ისტორიაში საუკეთესო მოკრივეთა ხუთეული შეადგინა. მან მაშინვე საკუთარი თავი დააყენა პირველ ადგილზე და ეს გადაწყვეტილება მესამე პირში ახსნა:

„მან ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მებრძოლმა, თანაც გაცილებით უმოკლეს პერიოდში. ყველაზე ზუსტ დარტყმებს ასრულებდა და ნაკლებს უშვებდა. ის 18 წლის ასაკში ხუთ წონაში იყო ჩემპიონი”.

ასევე მეივეზერმა ბევრი გააკვირვა იმით, რომ მოჰამედ ალი მხოლოდ მეხუთე ადგილზე დააყენა, არადა, ლეგენდარულ ამერიკელს ბევრი მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ.

„ალი ერთ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და სამჯერ წააგო კენ ნორტონთან. მან კარგი ის გააკეთა, რომ ბოლომდე იდგა თავის პოზიციახზე იმ ეპოქაში, როცა აფროამერიკელები არ იცავდნენ თავისიანებს”.

მეივეზერმა მეორე ადგილზე გაიყვანა რობერტო დურანი, მესამეზე – პერნელ უიტაკერი, მეოთხეზე – ხულიო სესარ ჩავესი.

მსგავსი