ფლოიდ მეივეზერმა ტოკიოში პაკიაოსთან რევანში ახსენა (ვიდეო)
ფლოიდ მეივეზერმა ტოკიოში პაკიაოსთან რევანში ახსენა (ვიდეო)

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა (50-0, 27KO) განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფილიპინელ მენი პაკიაოსთან (62-7-2, 39KO) რევანშზე.

„ფულიანი მაისი, ფულიანი მაისი, ფულიანი მაისი. რაზე ვმუშაობ ახლა? ეს არის საგამოფენო ბრძოლა მეივეზერსა და პაკიაოს შორის ტოკიაში. დარჩით ხაზზე“.

რთული სათქმელია, რამდენად დაეჯერება მეივეზერს, რადგან ის ერთი თვის წინაც ლაპარაკობდა პაკიაოსთან რევანშზე, რომელიც საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ყალბი ახალი ამბავი იყო.

 

View this post on Instagram

 

Mayweather vs. Pacquiao exhibition Tokyo Japan coming soon Betrnk.com #TMT Japan

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on