ფლოიდ მეივეზერმა საკუთარი ბრძოლა დააანონსა (ვიდეო)
ფლოიდ მეივეზერმა საკუთარი ბრძოლა დააანონსა (ვიდეო)

კრივში ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა რინგზე დაბრუნება დააანონსა.

„უკვე მალე“, – დაწერა მეივეზერმა „ინსტაგრამში“ და ამ შეტყობინებას ტოკიოში თავისი ბრძოლის პრომორგოლი დაურთო.

ერთი კვირის წინ ამერიკელმა გამოაცხადა თანამშრომლობის შესახებ MMA-პრომოუშენ Rizin-თან.

თავის პროფესიულ კარიერაში მოკრივემ 50 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (27 – ნოკაუტით).

2018 წლის დეკემბერში, მეივეზერმა ტოკიოში გამართულ საგამოფენო ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ტენსინ ნასუკავა.

 

View this post on Instagram

 

COMING SOON!! #Tokyo @tadashi1980 @highroller.entertainment

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on