ფლოიდ მეივეზერმა პროფესიულ კრივში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა კარიერის დასრულებიდან ცხრა წლის თავზე პროფესიულ კრივში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. როგორც Fox News-ი წერს, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ყოფილი ჩემპიონი, რომელსაც 24 თებერვალს 49 წელი შეუსრულდება, ოფიციალურ ბრძოლას ზაფხულში ჩაატარებს.
„კვლავინდებურად შემიძლია, დავამყარო კრივის სამყაროში ახალი რეკორდები. ვერავინ შეკრებს უფრო მეტ მაყურებელს და ვერ გამოიმუშავებს უფრო მეტ თანხას, ვიდრე ეს ჩემ მიერ ორგანიზებულ შოუებზე მოხდება“, – განაცხადა მეივეზერმა.
ბოლო პროფესიული ორთაბრძოლა ფლოიდ მეივეზერმა 2017 წელს გამართა, როცა ნოკაუტით დაამარცხა MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი. ამით მან თავისი მოგებების სერია 50-მდე (27 – ნოკაუტით) აიყვანა. ამის შემდეგ ამერიკელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. კრივიდან წასვლის მიუხედავად, ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი აგრძელებდა საგამოფენო ბრძოლებში მონაწილეობას.