ფლოიდ მეივეზერმა კარიერის დასრულების შესახებ მიანიშნა #1TVSPORT

12:30, 24.09.2025
MEXICO CITY, MEXICO - AUGUST 23: Floyd Mayweather Jr does the peace and love sign during the Weigh-Ins ahead of his exhibition fight with John Gotti III at Big Bola Casino on August 23, 2024 in Mexico City, Mexico. (Photo by Medios y Media/Getty Images)

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ფლოიდ მეივეზერმა მაიკ ტაისონთან საგამოფენო ბრძოლის შემდეგ თავის სავარაუდო გეგმებზე ილაპარაკა.

48 წლის ამერიკელი, რომელმაც ბოლოს პროფესიულ რინგზე 2017 წელს იჩხუბა, არ გამორიცხავს ოფიციალურად კარიერის განახლებას.

„იყო ლაპარაკი. ეს შესაძლებელია. ამის შანსები არსებობს, უბრალოდ ჯერ არ ვიცით.

დღეს ყველაფერი შესანიშნავად მიდის, თავს კარგად ვგრძნობ. ყოველდღე მონდომებით ვმუშაობ და მოუთმენლად ველოდები 2026 წელს“, – მოჰყავს ინტერნეტგამოცემა talkSPORT-ს მეივეზერის სიტყვები.

შეგახსენებთ, რომ საგამოფენო ორთაბრძოლა მეივეზერსა და ტაისონს შორის 2026 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

მსგავსი