ფლოიდ მეივეზერმა და მენი პაკიაომ საბოლოოდ მოილაპარაკეს რევანშზე #1TVSPORT

23:32, 09.05.2026
Manny Pacquiao and Floyd Mayweather Jr. trade punches during their welterweight unification boxing match at the MGM Grand Garden Arena in Las Vegas, Nevada on Saturday, May 2, 2015. (Sam Morris/Las Vegas Review-Journal/Tribune News Service via Getty Images)

მატჩრევანში ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს მაინც გაიმართება, – წერს საკრივო ჟურნალი The Ring-ი.

არსებული ინფორმაციით, ბრძოლა დაგეგმილია 25 სექტემბერს და მას ლას ვეგასის T-Mobile-ის არენა უმასპინძლებს. შეხვედრის ტრანსლიაცია ხელმისაწვდომი იქნება Netflix-ზე.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ორთაბრძოლა იგეგმებოდა სხვა არენაზე და განიხილავდნენ საჩვენებელი შეხვედრის გამართვას, მაგრამ საბოლოოდ მხარეებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს სრულფასოვან ბრძოლაზე.

შეგახსენებთ, რომ პაკიაო და მეივეზერი პირველად ერთმანეთს შეხვდნენ 2015 წელს და მაშინ ამერიკელმა ქულებით გაიმარჯვა.

მსგავსი