ფლოიდ მეივეზერმა ბიძა და მწვრთნელი დაკარგა
ფლოიდ მეივეზერმა ბიძა და მწვრთნელი დაკარგა

ამერიკელი მოკრივის, ფლოიდ მეივეზერის ბიძა და მწვრთნელი როჯერ მეივეზერი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ დაწერა ამერიკულმა ტაბლოიდმა TMZ-მ: „როჯერი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ფლოიდის გუნდში. სწორედ ის დაეხმარა ფლოიდს გამხდარიყო ისეთი გლობალური ფენომენი, როგორიც დღეს არის. ბევრს მიაჩნია როჯერი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად”.

როჯერ მეივეზერი პროფესიონალი მოკრივე იყო. კარიერის განმავლობაში ის ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, თან სხვადასხვა წონით კატეგორიაში – მეორე ნახევრადმჩატეში (WBA-ის ვერსია, 1983-1984) და პირველ ნახევრადსაშუალოში (WBC-ის ვერსია, 1987-89).

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს პრესამ გამოაცხადა ფლოიდ მეივეზერის სამი შვილის დედის – ჯოუზი ჰარისის გარდაცვალების შესახებ.