ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის საგამოფენო ბრძოლა გადაიდო
ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის საგამოფენო ბრძოლა გადაიდო

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის დაპირისპირება 20 თებერვალს აღარ შედგება, – ინფორმაციას ამის შესახებ ESPN ავრცელებს. ბრძოლის პრომოუტერები იმედოვნებენ, რომ მხარეები ახალ თარიღზე შეთანხმებას შეძლებენ.

ფლოიდ მეივეზერი 43 წლის არის. მას პროფესიონალურ კრივში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – 50 მოგება და არც ერთი მარცხი. ფლოიდმა ბოლოს კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ ჩაატარა ბრძოლა და UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. ამის შემდეგ კი მეივეზერმა იაპონიაში საგამოფენო დაპირისპირება ტენშინ ნასუკავასთან გამართა.

რაც შეეხება ლოგან პოლს, Youtube-ის ვარსკვლავს სულ ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული. ლოგანის ძმა, ჯეიკ პოლი კი აპრილში ONE championship-ისა და Bellator-ის ყოფილ ჩემპიონ ბენ ასკრენთან გამართავს კარიერაში რიგით მესამე პროფესიონალურ საკრივო დაპირისპირებას.

დატოვე კომენტარი