ფლოიდ მეივეზერის ყოფილი შეყვარებული გარდაცვლილი იპოვეს
ფლოიდ მეივეზერის ყოფილი შეყვარებული გარდაცვლილი იპოვეს

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერის ყოფილი შეყვარებული და მისი სამი შვილის დედა – ჯოზი ჰარისი ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციამ 40 წლის ქალის ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინა. ტრაგედიის დეტალები უცნობია, თუმცა პრესა ირწმუნება, რომ პოლიცია არ განიხილავს მკვლელობის ვერსიას.

2012 წელს, მეივეზერს 90-დღიანი პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ ჰარისი საკუთარი შვილების თვალწინ სცემა.

კარიერის განმავლობაში, 43 წლის მოკრივემ 50 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.