ფლოიდ მეივეზერის მეტოქე ცნობილია
ფლოიდ მეივეზერის მეტოქე ცნობილია

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი ტოკიოში საჩვენებელ ბრძოლაში იაპონელ ტაკაში უჩიამას შეხვდება.

როგორც „იფაით“ (eFight) წერს, ამგვარი ბრძოლის შესაძლებლობის შესახებ გამოაცხადა პრომოუშენ „რაიზინ“-ის (Rizin) ხელმძღვანელმა ნობიუკი საკაკიბარამ.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერმა შერეული საბრძოლო სახეობების (ММА) პრომოუშენ „რაიზინ“-თან თანამშრომლობის შესახებ 9 ივლისს გამოაცხადა. მოგვიანებით, მან რინგზე დაბრუნება დააანონსა.

40 წლის უჩიამა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია პირველ მსუბუქ წონაში. მისი ბოლო ორთაბრძოლა პროფესიულ დონეზე 2016 წელს გაიმართა, როცა მან პანამელ ჰერსელ კორალესთან წააგო.

სულ უჩიამას აქტივში 24 მოგება, ორი წაგება და ერთი ფრეა. 43 წლის მეივეზერს 50-დან 50 მოგება აქვს პროფესიულ რინგზე.

დატოვე კომენტარი