ფლოიდ მეივეზერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია
ფლოიდ მეივეზერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი სათავეში ჩაუდგა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობადი ადამიანების რეიტინგს, რომელიც ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა.

გასული წლის განმავლობაში, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მეივეზერმა 285 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 275 მილიონი მან MMA-ის ვარსკვლავთან კონორ მაკგრეგორთან ჩხუბისთვის მიიღო. ცნობისთვის, მაკგრეგორი ამ სიაში მე-12ადგილზეა.

ტოპ-ათეულში კიდევ ორი სპორტსმენია – ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობადი ადამიანების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ფლოიდ მეივეზერი
2. ჯორჯ ქლუნი
3. კაილი ჯენერი
4. ჯუდი შეინდლინი
5. დუეეინ ჯონსონი
6. U2
7. Coldplay
8. ლიონელ მესი
9. ედ შირანი
10. კრიშტიანუ რონალდუ