ფლოიდ მეივეზერი ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ აღიარეს
ცნობილმა საკრივო პორტალმა „ბოქსრეკმა“ (BoxRec) შეადგინა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგი. კლასიფიკაციაში ნებისმიერი წონითი კატეგორიიდან არიან შეყვანილი მებრძოლები.
საუკეთესოდ აღიარეს ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი, რომელიც ამ ფაქტს თავის „ინსტაგრამში“ გამოეხმაურა:
„ციფრები არ ტყუიან და „ბოქსრეკმა“ სიმართლე თქვა”.
ყველა დროის საუკეთესო ოცდახუთი მოკრივის სია ასე გამოიყურება:
1. ფლოიდ მეივეზერი, აშშ (50-0-0) – 2255 ქულა
2. მენი პაკიაო, ფილიპინები (62-7-2) – 1633
3. კარლოს მონსონი, არგენტინა (87-3-9) – 1588
4. მუჰამედ ალი, აშშ (56-5-0) – 1485
5. შუგარ რეი რობინსონი, აშშ (174-19-6) – 1472
6. ბერნარდ ჰოპკინსი, აშშ (55-8-2) – 1470
7. ჯო ლუისი, აშშ (66-3-0) – 1465
8. არჩი მური, აშშ (186-23-10) -1289
9. ოსკარ დე ლა ჰოია, აშშ (39-6-0) – 1265
10. ხულიო სეზარ ჩავესი, მექსიკა (107-6-2) – 1202
11. ევანდერ ჰოლიფილდი, აშშ (44-10-2) – 1189
12. რობერტო დურანი, პანამა (103-16-0) – 1170
13. მარველოუს მარვინ ჰაგლერი, აშშ (62-3-2) – 1149
14. ფლოიდ პატერსონი, აშშ (55-8-1) – 1121
14. რეი ლეონარდი, აშშ (36-3-1) – 1121
16. ხუან მანუელ მარკესი, მექსიკა (56-7-1) – 1033
17. პერნელ უაიტეკერი, აშშ (40-4-1) – 1028
18. როკი მარჩიანო, აშშ (49-0-0) – 1007
19. ჰარი გრები, აშშ (262-17-18) – 989.6
20. როი ჯონსი, აშშ (66-9-0) – 973
21. ლარი ჰოლმსი, აშშ (69-6-0) – 964.4
22. ჯინ ტუნი, აშშ (79-1-4) – 936.4
23. ჯეკ ჯონსონი, აშშ (71-11-11) – 932.1
24. ხოსე ნაპოლესი, კუბა (81-7-0) – 928.7
25. ჯეიმს ტონი, აშშ (77-10-3) – 924.6