ფლოიდ მეივეზერი მომდევნო საგამოფენო ბრძოლას „იუთუბერ“ ლოგან პოლის წინააღმდეგ გამართავს

15:16, 07.12.2020

ახალი ამბავი არ არის, რომ ცნობილ მოკრივე ფლოიდ მეივეზერს დიდი თანხის სანაცვლოდ ბრძოლებში მონაწილეობა ხიბლავს. ამჯერად, დაუმარცხებელმა სპორტსმენმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და რინგზე საბრძოლველად პორტალ Youtube-ის ვარსკვლავი ლოგან პოლი გამოიწვია.

მეივეზერი 2006-2016 წლებში welterweight და super welterweight დივიზიონებში დომინირებდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში და 2000-ის დასაწყისში მან უკვე super featherweight და lightweight დივიზიონებში მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს. რთული წარმოსადგენია, თუ რა უნდა დაუპირისპიროს კრივის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ვეტერან სპორტსმენს „იუთუბერმალოგან პოლმა, რომელსაც მხოლოდ ერთი საჩვენებელი ბრძოლა აქვს ჩატარებული.

უკვე ცნობილია ბრძოლის თარიღიც – დაპირისპირება 20 თებერვალს შედგება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather)

მსგავსი