ფლოიდ მეივეზერი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს
ფლოიდ მეივეზერი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა თავის „ინსტაგრამზე” დაწერა, რომ ოთხშაბათს ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს:

„მადლობა პრესას და ჩემს ბიზნეს პარტნიორებს. მე ყველასთვის მნიშვნელოვანი განცხადება მაქვს”.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მეივეზერი გამოაცხადებს რევანშის შესახებ ფილიპინელ მენი პაკიაოსთან (61-7-2, 39KO), რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 2015 წლის შემოდგომაზე დაამარცხა.

ამასთან, ამერიკელმა ცოტა ხნის წინ, ყველანაირად უარყო ამგვარი ორთაბრძოლის ალბათობა.