ფლოიდ მეივეზერი მის MMA-ში გამოჩენის შანსებზე ალაპარაკდა (ვიდეო)

15:31, 02.02.2018

ლეგენდარულმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერ ჯუნიორმა საკუთარ ინსტაგრამზე მოკლე ვიდეო დადო, რომელშიც იგი ოქტაგონზე დგას და მაყურებელს მიმართავს: “2018 წელი. ფლოიდ მეივეზერი შერეული საბრძოლო ხელოვნების რინგზე. რამხელაა ამის ალბათობა?”.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდმა 50-ე პროფესიონალურ ბრძოლაში, UFC-ის ვარსკვლავი – კონორ მაკგრეგორი, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

უცხოურ პრესაში დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ ფლოიდის და კონორის მომდევნო ბრძოლა უკვე ოქტაგონზე, MMA-ს წესებით გაიმართება.

https://www.instagram.com/p/BeoiiZHhK4g/?taken-by=floydmayweather

მსგავსი