ფლოიდ მეივეზერი კალათბურთის მატჩს დაესწრო, მას კისერზე 11 კილოგრამი ოქრო ეკიდა
ფლოიდ მეივეზერი კალათბურთის მატჩს დაესწრო, მას კისერზე 11 კილოგრამი ოქრო ეკიდა

ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი დაესწრო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი ოფის მატჩს კლიპერსსა და გოლდენ სტეიტს შორის.

როგორც გაზეთი სანი (The Sun) წერს, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მოკრივემ კისერზე ოქროს ოთხი ყელსაბამი ჩამოიკიდა, რომელთა საერთო წონა 11 კილოგრამს აღწევდა.

გოლდენ სტეიტმა შეძლო ლოს ანჯელესში კლიპერსის დამარცხება და სერიაში 2:1 დაწინაურდა.