ფლოიდ მეივეზერი „იუვენტუსის“ გასახდელში
ფლოიდ მეივეზერი „იუვენტუსის“ გასახდელში

ტურინის „იუვენტუსმა“ საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ფინალი, „მილანს“ – 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი „იუვეს“ მხრიდან კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

შეხვედრას პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერი ესწრებოდა, რომელიც მატჩის შემდეგ, „იუვენტუსის“ გასახდელს ესტუმრა. მეივეზერმა კრიშტიანუ რონალდუსთან და იტალიის სუპერთასთან ერთად ფოტოები გადაიღო.

„იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი მერვედ მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია.