ფლოიდ მეივეზერი ისევ იაპონიაში იჩხუბებს
ფლოიდ მეივეზერი ისევ იაპონიაში იჩხუბებს

41 წლის ამერიკელი მოკრივე, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი, იაპონიაში კიდევ ერთ საჩვენებელ ბრძოლას გამართავს.

როგორც თი-ემ-ზი (TMZ) იტყობინება, ფლოიდი აზიაში 2019 წლის ივლისში დაბრუნდება და შეებრძოლება ადგილობრივ ყოფილ მოკრივეს. მეტოქის ვინაობას ჯერ არ ამჟღავნებენ, მაგრამ ცნობილია, რომ სამრაუნდიანი ბრძოლის სანაცვლოდ, ამერიკელი 10 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, მეივეზერმა საჩვენებელი ბრძოლა ჩაატარა იაპონელ ტენსინ ნასუკავასთან. ფლოიდმა 20 წლის მეტოქე პირველივე რაუნდში გაუშვა ნოკაუტში. ამ ბრძოლისთვის მეივეზერმა ცხრა მილიონი დოლარი მიიღო.