ფლოიდ მეივეზერი - დეკადის საუკეთესო სპორტსმენი არა ლებრონი არამედ მე ვარ
ფლოიდ მეივეზერი - დეკადის საუკეთესო სპორტსმენი არა ლებრონი არამედ მე ვარ

ცნობილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი უკმაყოფილოა, რომ ის დეკადის საუკეთესო სპორტსმენად არ დაასახელეს. „ასოშეიტედ პრესმა“ ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა, რამაც დაუმარცხებელი მოკრივის უკმაყოფილება გამოიწვია.

„მე 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს დავუმტკიცე, რომ საუკეთესო ვარ. 20 წლის მანძილზე მე ჩემს ჩემპიონის ტიტულს ვინარჩუნებ. ლებრონი ძალიან მიყვარს, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ დეკადის საუკეთესო ათლეტზე, ამ შემთხვევაში უნდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი მე ვარ. ჩემი დომინაცია დიდი ხანია გრძელდება. 1996 წლიდან 2020 წლამდე. მიუხედავად ამ ყველაფრისა არასდროს მიმიღია დეკადის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული. ” – განაცხადა ფლოიდ მეივეზერმა.

დაუმარცხებელ მოკრივეს სპორტული კარიერის მანძილზე $915 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.