ფლოიდ მეივეზერი დაბრუნებას უარყოფს
ფლოიდ მეივეზერი დაბრუნებას უარყოფს

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა (50-0, 27KO) უარყო ჭორები კრივში დაბრუნების შესახებ.

„ამჟამად სპორტში არ ვარ და არავისთან ჩხუბს არ ვაპირებ. დღეს ლაპარაკობენ მამაჩემის სიტყვებზე, მაგრამ მთელი ინფორმაცია, რომელიც მან თქვა, ყალბია. ეს არასწორია. ადრე გეუბნებოდით, რომ თუ რომელიმე ინფორმაცია არ გამოდის ჩემი სოციალური ქსელებიდან, მაშინ ის არ არის მართალი“, – განაცხადა მეივეზერმა.

ცოტა ხნის წინ, მოკრივემ უარყო ჭორები ფილიპინელ მენი პაკიაოსთან (61-7-2, 37KO) შესაძლო რევანშზე, არადა, ბუკმეიკერებმა უკვე დაიწყეს ამ ბრძოლაზე ფსონების მიღება.