ფლოიდ მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი მეორე ბრძოლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ფლოიდ მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი მეორე ბრძოლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი და ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მეორე ბრძოლის გამართვაზე საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში ორივეს დაგეგმილი შეხვედრები მოელის, ისინი მზად არიან რევანშის ორგანიზებისთვის.

მებრძოლებმა, შესაძლოა, ახალი ბრძოლისთვის ჯამში მილიარდი დოლარი გამოიმუშაონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეხვედრით დაინტერესდებიან ინვესტორები ახლო აღმოსავლეთიდან, – წერს გაზეთი „სანი“.

წინა ბრძოლისთვის მეივეზერმა 280 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მაკგრეგორმა – 130 მილიონი. კერძო ტრანსლიაციების გაყიდვით, მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ორგანიზატორებმა 4.4 მილიონი დოლარი მიიღეს.

კონორ მაკგრეგორი მორიგ ბრძოლას 24 იანვარს, UFC257-ის ტურნირზე დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს. ფლოიდ მეივეზერი კი 20 თებერვალს ბლოგერ ლოგან პოლს დაუპირისპირდება.