ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი ბოლო ათწლეულის ყველაზე მდიდარ სპორტსმენად დასახელდა, – წერს ავტორიტეტული ჟურნალი “ფორბსი”.
2010-19 წლებში ამერიკელმა გამოიმუშავა 915 მილიონი დოლარი. ამ თანხის ნახევარზე მეტი მოკრივემ მიიღო ფილიპინელ მენი პაკიაოსთან და ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლების ჰონორარების სახით. აღვნიშნავთ, რომ პაკიაო ამ საინტერესო რეიტინგში მერვე ადგილზეა 435 მილიონი დოლარით.
ათწლეულის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების პირველი სამეული შეავსეს ფეხბურთელებმა – კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ, სრულად ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 915 მლნ
2. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 800 მლნ
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) — 750 მლნ
4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 680 მლნ
5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 640 მლნ
6. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 615 მლნ
7. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 480 მლნ
8. მენი პაკიაო (კრივი) – 435 მლნ
9. კევინ გარნეტი (კალათბურთი) – 425 მლნ
10. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) – 400 მლნ