ფლოიდ მეივეზერი ათწლეულის სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსის დასახელებას არ დაეთანხმა
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა კომენტარი გაუკეთა „ლეიკერსის“ კალათბურთელის ლებრონ ჯეიმსის პირველ ადგილს გასული ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენთა რეიტინგში. ეს სია სააგენტო Associated Press-მა შეადგინა. მეივეზერის აზრით, პირველ ადგილზე არა ლებრონი, არამედ თავად უნდა იყოს.
„მიყვარს ლებრონი, მაგრამ, როცა ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენზეა ლაპარაკი, ეს მე ვარ.
ჩემს უკან არ არიან მსხვილი სპონსორები, კომპანიები, რომელთა ღირებულება მილიარდებია. ისინი თავიანთ სპორტსმენების წინსლვაზე ზრუნავენ და უზრუნველყოფენ მათ აღიარებას”, – განაცხადა მოკრივემ BoxingScene-მა.
მეივეზერს კარიერაში 50 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.