ფლიკმა განმარტა, რა სჭირდება იამალს მესისა და რონალდოს დონის მისაღწევად #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა აზრი გამოთქვა 17 წლის გარემარბის ლამინ იამალის შედარებაზე ლიონელ მესისთან და კრიშტიანო რონალდოსთან.
„თუ შენ ასეთ დონეზე შეგიძლია თამაში, უნდა შეგეძლოს ამ დონის შენარჩუნება. არსი მხოლოდ იმაში არ არის, რომ ცალკეულ მატჩში გამოიჩინო თავი. ლამინმა იცის ეს.
მან ასევე იცის, რომ მხოლოდ ტალანტის იმედად არ უნდა იყოს, არამედ უნდა იმუშაოს. თუ გინდა მიაღწიო რონალდოსა და მესის დონეს, მაშინ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო.
ძალიან მოხარულები ვართ, რომ ის მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ ვიცით: იამალს სჭირდება ბევრი მუშაობა, რათა ამ დონეზე სტაბილურობას მიაღწიოს და პროგრესსაც მიაღწიოს“, – მოჰყავს ფლიკის სიტყვები გაზეთ AS-ს.